116 სკოლაში სწავლა ავარიულ შენობაში დაიწყო - რატომ ჩააგდეს საფრთხეში მოსწავლეები

19.09.25 21:07
116 სკოლაში სწავლა ავარიულ შენობაში დაიწყო - რატომ ჩააგდეს საფრთხეში მოსწავლეები

თბილისში 1200-ზე მეტი მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა.
116-ე სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა მშობლებს 17 სექტემბერს აცნობეს, რომ შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება.

უკვე ერთი კვირაა მოსწავლეებმა არ იციან, როგორ და სად გააგრძელებენ სწავლებას. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ საუკუნოვანი სკოლის ნაცვლად შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. დღეს ისინი დირექტორს შეხვდნენ, თუმცა პასუხი ისევ ვერ მიიღეს.

ერთ-ერთი ვერსიით, 1200 მოსწავლეს ავტობუსებით დიღმის მასივის ორ სკოლაში გადაანაწილებენ, რაც მშობლებისთვის მიუღებელია. სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. დირექტორის თქმით, დემონტაჟი უმოკლეს ვადაში ჩატარდება და წერეთელზე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, თუმცა როდის - უცნობია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები