მერია "ლანჩხუთობა 2025"-ისთვის შემსრულებლებს 43 000 გადაუხდის

19.09.25 20:08
მერია "ლანჩხუთობა 2025"-ისთვის შემსრულებლებს 43 000 გადაუხდის

ლანჩხუთის მერია, 28 სექტემბერს დაგეგმილ "ლანჩხუთობა 2025"-ისთვის შემსრულებლებს 43 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მოხსენებათა ბარათში წერია. 

მუნიციპალიტეტი ღონისძიებაზე იწვევს: ჯგუფ "მიქსტურა mix2ra"-ს; ჯგუფ Dodona&West Fire-ს და ალიკა სამუშიას. 

შემსრულებლებთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად - ჯგუფი "მიქსტურა mix2ra" მომსახურების ღირებულობა შეადგენს - 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ჯგუფ Dodona&West Fire-ის მომსახურების ღირებულება შეადგენს - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარს, ხოლო ი.მ ავტორ შემსრულებლის ალიკა სამუშიას მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს." -წერია მოხსენებით ბარათში.