ძლიერი შტორმი ბათუმის სანაპიროზე - სტიქიამ ზღვისპირა ქალაქში პრობლემები შექმნა
შტორმი ბათუმის სანაპიროზე - სრულად არის დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა. შავი ზღვისპირა ქალაქში გვიან ღამემდე ძლიერი ქარი და წვიმა იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძიმე ვითარება იყო ბულვარის ტერიტორიაზეც. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
გუშინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი იყო მოსალოდნელი.
ფოტო: აჭარა თაიმსი