რუსეთმა უკრაინა 40 ბალისტიკური რაკეტით და 580 დრონით დაბომბა - არის მსხვერპლი
რუსეთმა უკრაინის წინაღმდეგ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მასირებული შეტევა წამოიწყო.
ღამით პუტინის არმიის სამიზნე დნეპრო-პეტროვსკი აღმოჩნდა. რაკეტის ფრაგმენტი საცხოვრებელი კორპუს მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 25-ზე მეტი ადამიანი, არის მსხვერპლი.
დრონებით დაწყებული იერიში, გამთენიისას ბალისტიკური რაკეტებით გაგრძელდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. აფეთქებები იყო ხმელნიცკსა და ჩერნიგოვშიც. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
მტერმა ღამით 40 რაკეტა და 580 დრონი გამოიყენა. "დარტყმების ქვეშ იყო დნიპრო, ჩერნიჰივი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე, პოლტავა, კიევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები, ჩვენი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები"- წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.