ნიკა ნარსიას ხელბორკილები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაადეს
დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია - მას ხელბორკილები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამთენიისას დაადეს. აქტივისტი ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ნარსიას 15 დღიანი პატიმრობა ორი დღის წინ, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.
- აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან.
იმ დროს აქტივისტი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც დააკავეს და იზოლატორში წაიყვანეს.
ნარსია ამბობს, რომ ბილეთი დაჩქარებულად აიღო, რათა 15 დღიანი პატიმრობის ათვლა მალე დაიწყოს და 4 ოქტომბერს ისევ რუსთაველის გამზირზე იყოს.
აქტივისტი და რწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე იქნება.
"დაჩქარებულად ავიღე ბილეთი, 25-მდე უნდა ვყოფილიყავი დასასავენებლად, მაგრამ შევწყვიტე იმის გამო, რომ ჩამოვიდე საქართველოში და მალე დაიწყოს პატიმრობის ათვლა, რათა 4 ოქტომბერს გარეთ ვიყო რუსთაველზე. 4 არის გადამწყვეტი დღე და გამარჯვების დღე. ამის რომ არ მწამდეს, მართლა არ გავაკეთებდი ამას, ჩემს ერთი წლის შვილს და ცოლს არ ჩავაგდებდი საფრთხეში. განსახვევბით სხვა მარშებისგან, 4 ოქტომბერი არის გამარჯვების აქცია და გამარჯვების დღე. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი კეთილდღეობა ცოტა ხნის და დავუთვმოთ დრო ჩვენ სქვეყანას. მე მეჯრა ბევრნი ვიქნებით რუსთაველზე", - აცხადებს ნიკა ნარსია.
.