თბილისობის აღნიშვნა 3 მილიონზე მეტი ჯდება
თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება - კორუფციის ექსპერტის და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ბესო დონაძის თქმით, ისე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე დაიდო.
ცნობისთვის, თბილისობა წელს დროზე ადრე, დღეს და ხვალ, 20 და 21 სექტემბერს აღინიშნება. დონაძის თქმით, კალაძის უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებამდე ყველა პლატფორმა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
თბილისობაზე დახარჯულ ფულს და ამ შესყიდვას აქვს რამდენიმე პრობლემა. პირველი - რატომ დასჭირდათ გამარტივებული შესყიდვა, ანუ თბილისობა არ არის ისეთი დღესასწაული, რომელიც უცებ დადგა, ანუ არ არის ისეთი ღონისძიება, რომლის დაგეგმვაც არ შეიძლებოდა, ანუ წინასწარ ხომ იცოდა კალაძემ, რომ უნდა ყოფილიყო შემოდგომაზე. შესაძლებელია ტექნიკურ ნაწილზე ჩაატარო ტენდერი და წინასწარ დააკონტრაქტო. ჩვენ არ ვსაუბრობთ მომღერლებზე, რომლებიც ექსკლუზიური უფლება-მოსილებით სარგებლობენ და მათ ექსკლუზიურად, გამარტივებულად უნდა გაუფორმო ხელშეკრელება. რამდენსაც არ უნდა ხარჯავდე, ეს უნდა დახარჯო გამჭვირვალედ - ანუ, უნდა ვიცოდეთ კომპანიები, ვინ მონაწილეობს, უნდა იყოს გამჭვრივალობა და უნდა შეეძლოს სხვა კომპანიებსაც ტენდერში მონაწილეობის მიღება. ამიოტომ, ეს უნდა იყოს ტენდერით და არა გამარტივებული შესყიდვით. არჩევნებამდე უნდათ, რომ გამოიყენონ ყველა ასეთი პლატფორმა გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის" - აცხადებს ბესო დონაძე.
კალაძემ გადმოიტანა თბილისობა თავისი პიარისთვის სექტემბერში, რაც აღარ არის თბილისობა, ეს არის კალაძეობა და კალაძეობა ვერ იქნება ამ დედაქალაქის დღესასწაული, თან იმ პირობებში, როცა ყოველწლიურად, თბილისის მთავრობამ იცის, რომ ოქტომბერში უნდა გაიმართოს თბილისობა და არ აცხადებს ტენდერს"- აცხადებს პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე.
რაც შეეხება დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს, ღონისძიებების დიდი ნაწილი დაგეგმილია რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე. გაიმართება საბავშვო კონცერტები და გასტრონომიული ფესტივალი.