ადიდებული "მაჭახელა" კალაპოტიდან გადმოვიდა - კადრები სტიქიის ზონიდან (ფოტოები)

20.09.25 12:43
ადიდებული "მაჭახელა" კალაპოტიდან გადმოვიდა - კადრები სტიქიის ზონიდან (ფოტოები)

აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. ადიდებული "მაჭახელა" კალაპოტიდან გადმოვიდა - კადრები სტიქიის ზონაშინ "ტვ პირველის" რეპორტიორმა გადაიღო. ადიდებული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, ხეობა პრაქტიკულად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. დატბორიალია რამდენიმე სახლი და კოტეჯი. მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხო ადგილებშია გაყვანილი. 

დაზიანებულია ცენტრალური გზის ნაწილი,  განადგურებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ხეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

ხეობაში ამ დრომდე ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მიყენებული ზარალის შესახებ ჯერ უცნობია.

სტიქიამ პრობლემები შექმნა გურიაშიც - ლანჩუხთის სოფლებსა და ბახმაროში. 

მსგავსი სიახლეები