ქედაში მეწყერის შედეგად სახლი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

20.09.25 12:52
ქედაში მეწყერის შედეგად სახლი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ქედაში, სოფელ დოხოძეებში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. როგორც აჭარის ტელევიზია იტყობინება, ამ დროს სახლში 8 წევრი იმყოფებოდა, მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ორი მათგანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მრავალწევრიან ოჯახს აქვს გეოლოგების დასკვნა. ის მერიის მიერ ქირითაა გაყვანილი.

  • უხვი ნალექის შედეგად აჭარაში ადიდდა მდინარეები. სოფელ კოლოტაურში მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ასევე მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

განახლლება: ცოტა ხნის წინ ქედის მუნიციპალიტეტის მერია  ქედაში სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განაცახდებით გამოეხმაურა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში.

ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო  ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში". 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი  უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას'",- წერია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები