რას ამბობს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ანგარიშსწორების ადგილას იმყოფებოდა

20.09.25 13:08
რას ამბობს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ანგარიშსწორების ადგილას იმყოფებოდა

"პირველების" ინფორმაციით, მარნეულის ცენტრში ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. ის ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს. 

დღეს "ტვ პირველმა" გიორგაძეს ჰკითხა, დააკავესთუ არა ძალადობაში მხილებული მისი მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი, მამუკა გიგანი და ასევე ჰკითხა, თუ რა ხდებოდა დაპირისპირების ადგილას.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ დაპირისპირების ადგილას გვიან მივიდა, არადა კადრებში კარგად ჩანს, როგორ დგას ის მოვლენების ეპიცენტრში. 

გვიან მივედი, დაწყებულია გამოძიება, თუ დასაკავებულია დააკავებენ - უთხრა ამირან გიორგიაძემ "პირველებს". 

"ტვ პირველი" სატელეფონო კავშირზე გავიდა რიჩარდ გიგანტანაც, თუმცა მან მისი შვილის შესახებ საუაბრი არ ისურვა.

"პირველების" გადამღები ჯგუფი დილიდან ცდილობს დაადგინოს, სად არის არასრულწლოვანი ბიჭის ცემაში მხილებული მამუკა გიგანი, თუმცა ის  გაუჩინარებულია.

მარნეულში მომხდარი დაპირისპირებიდან უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ პოლიცია დუმს, არ ამბობს, მინიმუმ გამოიკითხა თუ საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი. 

  • როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, საკრებულოს მაღალჩინოსნის, რიჩარდ გიგანის შვილმა მაღაზიის არასრულწლოვანი კონსულტანტი სცემა. ანგარიშსწორებაში მამუკა გიგანია მხილებული. 

ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ დანით შეიარაღებული აგრესიული მამაკაცი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში დასაქმებულ ახალგაზრდას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

მსგავსი სიახლეები