წყლით სავსე სახლები და ბულვარი - ანაკლია დაიტბორა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

24.03.21 18:38
წყლით სავსე სახლები და ბულვარი - ანაკლია დაიტბორა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ანაკლიაში. "ტვ. პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, საკარმიდამო ტერიტორია და თხილნარი.

სანიიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, დაიტბორა ბულვარის ტერიტორია. 

დგებუაძის ქუჩაზე 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თმით მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და მთლიანად დატბორა ქუჩა, წყლით სავსეა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.