გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

23.09.25 11:06
გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. 

მიზეზად პატიმრის დედა პატიმარზე განხორციელებულ "ზეწოლას" ასახელებს და პასუხისმგებლობას გლდანის მერვე დაწესებულების ახალ დირექტორს აკისრებს: 

პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა. დღეს 23 სექტემბრს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო.

პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე 8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.

P.s. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ"- წერს ჩიკვაიძის დედა. 

 ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი აღნიშნავს იმასაც, რომ მის შვილს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ოჯახი ფაქტს ჩიკვაიძის მიერ TV პირველთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის საუბრობს საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ ქოლ-ცენტრებზე.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. “ბიზნესმენს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები