ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავში ემსხვერპლა

28.09.26 20:42
ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავში ემსხვერპლა

 

 

 

ვრცელდება უმძიმესი კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც მიკროავტობუსი, გადასასვლელზე ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

ავარიის დროს, რომელიც გუშინ, 27 სექტემბერს მოხდა, დაიღუპა 5 წლამდე ბავშვი - სამი ადამიანი კი დაშავდა.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ქალს, გზაზე გადასვლის დროს ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი, შეჯახების დროს კი ბავშვი ხელიდან უვარდება.

შსს - ში “პირველებს“  უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.