განგაშის შემდეგ, სპეცსამსახურები სასამართლოს სახურავს ამოწმებენ (ფოტო)

24.09.25 13:51
განგაშის შემდეგ, სპეცსამსახურები სასამართლოს სახურავს ამოწმებენ (ფოტო)

განგაშის შემდეგ, სპეცსამსახურები სასამართლოს სახურავს ამოწმებენ - გავრცელებული ინფრომაციით, ადგილზე სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ბომბის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგად ხალხს სასამართლოს შენობა და ეზო დაატოვებინეს. 

სასამართლოში განგაში მაშინ გამოცხადდა, როცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი შეწყდა, გელა უძლაური სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს და მანდატურებმა ხალხს შენობის დაცვლისკენ მოუწოდეს. 

სასამართლოში ამ წუთებში ყველა პროცესი შეწყვეტილია. ხალხი გაყვანილია შენობიდანაც და ეზოდანაც. ასევე განხორციელდა პატიმრების უკან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირება.