საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოში დასრულებულია - სავარაუდოდ, მალე ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია - შენობაში ხალხის შეშვება დაიწყეს.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, შენობაში უკვე შევიდნენ თბილისსის ცენტრში ცაცხრილული ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე და ასევე მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის ადვოკატი, გიოგრი გამხიტაშვილიც.
სავარაუდოდ, მალე ჯანგველაძის საქმის განხილვა გაგრძელდება და სხდომა განახლდება. დღეს სახელმწიფო ბრალდებას გამოსაკითხად სასამართლოში მოწმეები ჰყავს მიყვანილი.
სასამართლოში განგაში მაშინ გამოცხადდა, როცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი შეწყდა, გელა უძლაური სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს და მანდატურებმა ხალხს შენობის დაცვლისკენ მოუწოდეს.
სასამართლოში ერთ საათზე მეტი ყველა პროცესი შეწყვეტილი იყო. ასევე განხორციელდა პატიმრების უკან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირება.
ადგილზე სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ, ასევე სასამართლოში საგამოძებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ კინოლოგებიც.