დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე - მარჯანიშვილის ქუჩაზე, საშაურმეში მოქალაქეს იარაღით დაემუქრნენ

24.09.25 20:57
დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე - მარჯანიშვილის ქუჩაზე, საშაურმეში მოქალაქეს იარაღით დაემუქრნენ

დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე - მარჯანიშვილის ქუჩაზე, საშაურმეში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 

შეიარაღებული პირი მეშაურმეს ქართულად საუბარს სთხოვდა. მეშაურმის თქმით, ის შეკვეთას თავად არ იღებს და არ ჩათვალა, რომ პირი მას ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან ყვირილი დაიწყო და ჩანთიდან იარაღი ამოიღო. 

შაურმის საყიდლად მოვიდა, დაიწყო ქართულად ლაპარაკი. წიწაკის გარეშე მინდაო მე მიყვიროდა. მე ვამზადებ, შეკვეთას სხვა ირებს და შესაბამისად ჩავთვალე, რომ მე არ მომმართავდა, ყურადღება არ მივაქციე, კამერებზეც ჩანს ზურგით ვდგავარ, ჩემ საქმეს ვაკეთებ. დაიყო ყვირილი - ქართული არ გესმისო, რატომ არ იციო, მუსულმანი ხარო, დიახ - ბოლნისიდან ვარ მეთქი - მუსლიმებზე ჰქონდა აგრესია აშკარად. ამოიღო იარაღი და დამიმიზნა, წინ დედაჩემი ედგა, მას დაადო ჯერ იარაღი," - ყვება მეშაურმე. 

საშაურმის მეპატრონის განცხადებით ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი პრობლემები ხშირია. 

აქ ხშირად არის ასეთი პრობლემა. მოდის კლიენტი და თუ ენა არ იცი გეუბნებიან რატომ არ იციო. ასეთი შემთხვევა პირველად არ მოხდა, მსგავსი პრობლემები ხშირია. თუ მარნეულიდან ხარ, ან ბოლნისიდან შენ მუსულმანი ხარ. 

საშაურმესთან მოვიდა კლიენტი, მეშაურმემ არ იცოდა ენა, იქვე მყოფმა ქალმა ჰკითხა რა გინდაო, კლიენტმა რამდენიმე სიტყვა უთხრა აზერბაიჯანულად, დასცინა, თან ბრაზდებოდა. ამოიღო პისტოლეტი. არ ვიცი ვინ იყო, იმ დღეს პირველად ვნახე, მისი შეკავება დაცვის თანამშრომელმა შეძლო და პოლიცია გამოიძახა," - განაცხადა საშაურმის მეპატრონემ. 

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით: მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებით დაიწყო. 

მომხდარის ამსახველი კადრები საშაურმის მეპატრონემ პოლიციას უკვე გადასცა. 
საშაურმის მეპატრონე და მეშაურმე დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.