ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირია დაკავებული - შსს

28.09.25 15:55
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირია დაკავებული - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული გ.დ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ნ.ს., და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ნ.ჰ., 1969 წელს დაბადებული რ.ბ., 1983 წელს დაბადებული ა.ი., და 1983 წელს დაბადებული ლ.ჰ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, მობილური ტელეფონები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.