გდდ-ის თამაშრომელი TV პირველის ჟურნალისტს ანგარიშსწორებით დაემუქრა (ვიდეო)
გდდ-ს თანამშრომელი ტვ პირველის ჟურნალისტს ანგარიშსწორებით დაემუქრა. ძალოვანი მედიის იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც ნორიოს სასროლეთში გამართულ წვრთნებს ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რისთვის ემზადება სპეცრაზმი.
- სამსახურში შევდივარ, უნდა დავიწყო მუშაობა.
- გილოცავთ! ხალხის ცემაში მიიღებთ მონაწილებას.
- პირველი შენ იქნები, - უთხრა ძალოვანმა ჟურნალისტს.
"პირველების" ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაანოსებული აქციის წინ მეთოფეების წვრთნები დაიწყო, თუმცა, ამ შემთხვევაში, უწყება არა გდდ-ს ბაზას, არამედ გავრცელებული ინფორმაციით, ნორიოში კერძო სასროლეთის ტერიტორიას იყენებს.
ფაქტს "ტვ პირველის" მიერ ადგილზე აღმოჩენილი გაზის კაფსულები და გამოყენებული რეზინის ტყვიებიც ადასტურებს, ლოკაცია მეთოფეების გასაწვრთნელად გელაძის უწყებამ, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეცვალა, რაც "შაბათის ეთერმა" ვაზიანში სპეცრაზმის მთელი შემადგენლობის წვრთნების კადრები გადაიღო.