გვაქვს ეჭვი, რომ ზარქუას სიძემ კომპანია უბრალოდ გადამალა - ბესიკ დონაძე
ირაკლი ზარქუას დის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის მეწილეებს და მფლობელებს მისი ოჯახი არ იცნობს, კორუფციის მკვლევარებს კითხვებს უჩენს.
მათ აინტერესებსთ, ასეთ შემთხვევაში რატომ გაუჩნდა სურვილის მის მეუღლეს, უცნობი ადამიანებისთვის კომპანიის წილები ეჩუქებინა, რადგან კომპანიის წილები, საჯარო რეესტრის მიხედვით გაყიდული არ არის და ის არის გაჩუქებული.
შესაბამისად უჩნდებათ ეჭვი, ხომ არ იყო ეს გარიგება იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის გაყიდვის გამო თანხები არ გადახდილიყო.
როდესაც ამისულაშვილმა გაასხვისა მისი წილი, ეს იყო უსასყიდლოდ გადაცემა, რაც ნიშნავს, რომ აჩუქა, ჩუქება ნიშნავს, როდესაც ადამიანს იცნობ და ჩუქნი, ან მეორე კითხვა იბადება, თუ ეს ადამიანი მისთვის უცხო იყო, რატომ არის როდესაც 33 მილიონიან, დაკონტრაკტებულ კომპანიას ადამიანს ჩუქნი ყოვლად უსასყიდლოდ და ეს ხომ არ არის გადასახადების დამალვა, რადგან კომპანიის გაყიდვის ოპერაციაში გარკვეული გადასახადები ბიუჯეტში უნდა გადაეხადა. მისმა პოსტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. „ლაგი კაპიტალმა“ ტენდერები მოიგო, მოგების პერიოდში კომპანია ეკუთვნოდა ამისულაშვილს, შემდეგ გასხვისდა, შემდეგ კი ვისაც აჩუქა, იმანაც აჩუქა თავის მეუღლეს, საბოლოო ჯამში ეს ერთი წრეა, ეს არის კლასიკური სქემა, როდესაც გინდა, კომპანია დამალო და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს კომპანია ამისულაშვილმა გადამალა, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ცნობისთვის, ირაკლი ზარქუას დამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ “მისი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში და ეს ყველაფერი “ნაცჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეა“.
ნინი ზარქუას მტკიცებით, “ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან და მომხდარი მისი ძმის მიმართ წინასაარჩევნოდ, შავი პიარის აგორებას ემსახურება, რომლისთვისაც მას და მის ქმარს - ალექსანდრე ამისულაშვილს იყენებენ.“