კიდევ ერთი აუშენებელი საბავშვო ბაღი სოფელ შრომაში - ტერიტორია ბაყაყების და ქვეწარმავლების თავშესაფარია
კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, რომლიც ირაკლი ზარქუას სიძეს უნდა აშენებინა, მაგრამ ადგიზლე მისულ “ტვ პირველს“ მილიონის ღირბეულების თანამედროვე შენობის ნაცვლად, ბაყაყების და ქვეწარმავლების თავშესაფრი დახვდა, სოფელ შრომაში მდებარეობს.
სოფელ შრომაში ბაღის მშენებლობის დაპირება წლების წინ გასცეს, თუმცა დღემდე მშენებლობა არც კი დაწყებულა. ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დარღვეულია.
ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა, კამერების წინ ამაზე საუბარს ვერ ბედავენ, რადგან პრობლემების და სამსახურების დაკარგვის ეშინიათ.
სამშენებლო სამუშაოები გუშინწინ დაიწყეს. როდის მიატოვეს არ ვიცი, არ მაინტერესებს, ჩემდა არაფერი წაურთმევიათ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მასშტაბურ კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ “ოცნებას“ ვიღაცების დაჭერა, მხოლოდ საჩვენებლად სჭირდება.
ივანიშვილი ამჯერად ზარქუას მიადგა, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი ამ თვითგამოცხადებული პარლამენტარის მხრიდან მისი ყველაფრის მკადრებლობდა, რაც განცხადებებში გამოიხატება, საკმარისი რუსი ოლიგარქისთვის და ახლა რუსმა ოლიგარქმა მისი დაგეშილი მეძებრები გაუშვა ველზე, რომ თითოეული მილიონი ამოიღოს, რაც ზარქუამ და მისმა ოჯახმა წაიღეს. ამაზე არაერთი წელია ვსაუბრობთ, რომ გურიაში ბავშვები ბაღების და სკოლების გარეშე დატოვეს, - ამბობს თათა ნიკოლაშვილი.
ცნობისთვისმ, გუშინ, კომპანია “ლაგი კაპიტალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს.
კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“, ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები.
- ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.