სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

02.10.25 12:21
სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

სუს-ის თანამშრომელი ჩაქვში გარდაცვლილი იპოვეს - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

"პირველების" ინფორმაციით, პირებს, ვინც გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ადგილზე წერილი დახვდათ. გამოძიება სავარაუდოდ ახლა არკვევს, წერილის შინაარსს და იმას თუ ვის ეკუთვნის ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაცია, რომ სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს, თავდაპირველად  "აჭარა თაიმსმა" გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები