საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო
საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო.
როგორც “პირველებისთვის“ გახდა ცნობილი, მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომების გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის მამის გარდაცვალება გახდა.
სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.