28 ნოემბერს ვერთიანდებით მთელი საქართველო, რათა მალე ავიხდინოთ ბევრი ოცნება - ანატოლი გიგაური

24.11.26 23:34
28 ნოემბერს ვერთიანდებით მთელი საქართველო, რათა მალე ავიხდინოთ ბევრი ოცნება - ანატოლი გიგაური

მე და ჩემი ბიჭი აუცილებლად ვიქნები 28 ნოემბრის აქციაზე და ყველა, ვისაც გული უძგერს, ჩვენს გვერდით იქნება. შევუერთდებით იმ დიდ სიხარულს და სიყვარულს, რასაც ერთობა ჰქვია, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა, ანატოლი გიგაურმა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ცინიზმი და ამაზრზენი მის საქმეში ის იყო, რომ სწორედ იმის შეურაცხყოფა დააბრალეს, რასაც ყველაზე დიდ პატივს სცემდა.

მუნდირზე თავდასხმა დამაბრალეს, ამაზე ცინიზმი და ამაზერზენი არაფერი იყო, - თქვა გიგაურმა.

ყველაზე დიდ პატივს ვცემდი და ვცემ მუნდირს, სწორედ მუნდირის შეურაცხყოფა და მუნდირზე თავდასხმა დამაბრალეს, ამაზე ცინიზმი და ამაზერზენი არაფერი იყო. ესაა ჩვენი ამჟამინდელი მთავრობა. ძალიან მოტივირებული ვარ ახლა, 28 ნოემბერს, ვერთიანდებით მთელი საქართველო, რაც მალე გავერთიანდებით, მალე ავიხდენთ ბევრ ოცნებას, რასაც ჰქვია თანასწორობა, მზრუნველობა და განვითარება, - განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები