შსს მეტეხის ხიდის მიმდებარედ სტუდენტების ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია იგორ ნარმანია, ასევე, დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც.
ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციას ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ადგილიდან არ ამოუღია.