სკოლის მოსწავლე, რომელსაც გუშინ მეტეხის ხიდთან თავს დაესხნენ, აქციაზე გავიდა
სკოლის მოსწავლე, რომელსაც გუშინ მეტეხის ხიდთან თავს დაესხნენ, აქციაზე გავიდა. ანდრია ხამაშურიძე ცოტა ხნის წინ თსუ-ს მარშს შეუერთდა. ის კლინიკა "ჰელსიკორიდან" დღეს გამოწერეს.
ხამაშურიძე ამბობს, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ამას ვერ გამოტოვებდა. ახალგაზრდა იმედოვნებს, რომ ხვალ ახალ, თავისუფალ საქართველოში გაიღვიძებს.
ჩემთვის პირველი არის ქვეყანა, შემდეგ არის უკვე სიცოცხლე. ახლა სულ რომ ძალიან ცუდად ვიყო, თავბრუსხვევები მქონდეს, მაინც გამოვიდოდი. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, დღეს არის "ქართული ოცნების" დამხობის დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ გავიღვიძებთ ისეთ საქართველოში, როგორიც ჩვენ გვსურს. ბატონ იგორ ნარმანიასაც იგივე ესიამოვნებოდა, რომ აქ ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის კარგად, თუმცა შეიძლება, მოვიდეს, - ამბობს ხამაშურიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია იგორ ნარმანია, ასევე, დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც.
ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციას ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ადგილიდან არ ამოუღია.