ექიმების კონსილიუმმა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კონსილიუმზე მყოფმა ექიმმა, ზურაბ ფაღავამ, იუსტიციის სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა. ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, თუმცა, შემდგომში გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი ჰოსპიტალიზაცია რეკომენდირებულია.
რეკომენდაცია ახლა იუსტიციის სამინისტროში განხილვის სტადიაშია. კონსილიუმი დამთავრდა, ყველაფერი დავწერეთ, ახლა იხილავენ. ეს არ არის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების დაკვირვების ქვეშ იყოს. ვერ ვიტყვი, სად მოხდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, იქნება ეს ციხის სამედიცინო დაწესებულება, თუ სხვა კლინიკა.
ახლა რამე საგანგაშო ვითარება არ არის, მაგრამ უახლოეს საათებში, დღეებში შესაძლოა სერიოზული გართულებები. - განაცხადა მედიკოსმა.
ექიმების კონსილიუმი დღეს რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. დაწესებულებიდან გამოსულმა ექიმების ჯგუფმა საპყრობილე კომენტარის გარეშე დატოვა და ისუტიციის სამინისტროსი გაემგზავრა, სადაც მათ იუსტიციის მინისტრს დასკვნა წარუდგინეს.