მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 4 პირი პატიმრობაში გაუშვა
4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ოთხი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება ამჯერად მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა გამოაცხადა.
განსასჯელის სკამზე ალექსანდრე გოგოლაძე, დავით ჟღენტი, გიორგი რურუა და კახაბერ მჟავანაძე ისხდნენ.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
- ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული.
დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ასევე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი და დავით სტურუა - გადაწყვეტიულება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.