ღობის საქმეზე დღეს დაკავებული პირი გიორგი კირვალიძეა

09.10.25 12:27
ღობის საქმეზე დღეს დაკავებული პირი გიორგი კირვალიძეა

ოქტომბრის აჯანყების საქმეზე დღეს დაკავებული პირი, "გამას" პროფესიონალი მოკრივე გიორგი კირვალიძეა - მისი დაკავების შესახებ დღეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის  4 ოქტომბერს,  თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს.
სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს".- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები