სასახლის ღობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული კრეატიული დირექტორი ია დარახველიძეა
სასახლის ღობის საქმე ერთ-ერთი დაკავებული კრეატიული დირექტორი ია დარახველიძეა. ის იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა.
როგორც დღეს ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა.
უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.