გიორგი ჩახუნაშვილის გირაოსთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

10.10.25 23:30
გიორგი ჩახუნაშვილის გირაოსთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

გიორგი ჩახუნაშვილის გირაოსთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ. ამის შესახებ ექიმის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს

  • აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

მამაჩემს შეუფარდეს გირაო 20 000 ლარის ოდენობით.

გთხოვთ, მოგვეხმარეთ თანხის აგროვებაში.

ანგარიშის ნომერი: GE42TB7125236010100012

მიმღები: კონსტანტინე ჩახუნაშვილი," - წერს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი. 

  • აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.  
  • სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა. 

განახლება: თანხა უკვე შეგროვდა.

მსგავსი სიახლეები