"სუს-ი ასეთ საკითხებზე რატომ ცდება ვერ წარმომიდგენია" - ანი ნადარეიშვილის ადვოკატი
"სუს-ი ასეთ საკითხებზე რატომ ცდება ვერ წარმომიდგენია" - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის ადვოკატმა თავდაცვის ყოფილი უფროსის ცოლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, კითხვები ანი ნადარეიშვილის მიერ გაზიარებულ პოსტს შეეხებოდა, ასევე იმას იცნობდა თუ არა ის პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ანი ნადარეიშვილის გამოკითხვაზე დაბარება უსაფუძვლო იყო.
გულწრფელად გითხრათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეთ საკითხებზე რატომ ცდება ვერ წარმომიდგენია, არანაირი საფუძველი არ იყო და უბრალოდ Facebook-ზე გაკეთებული სტატუსის გამო რომ იბარებ ადამიანს და ამისთვის ცდები, გულწრფელად, როგორც იურისტს გული მწყდება, მეტი არაფერი.
სტატუსი ეხებოდა არარეალურ საკითხებს და მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ პოსტებს. ერთი სტატუსით გაკეთებული ხუმრობით და მეორე რაიმე კავშირი, ნაცნობობა და დაკავშირება თუ აკავშირებს იმ ხალხთან ვინც დააკავეს. კავშირი კითხეს და ისედაც საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, როგორც პაატა ბურჭულაძესთან კავშირი, ისე მურთაზ ზოდელავასთან, ყველამ ახსნა რომ მეზობელი არის და მირონ აკავშირებს.
ჭულუხაძესთან კავშირი კითხეს, რომლის სახელი და გვარიც არ გაუგია. ამის გამო შეიძლება მეც დამიბარონ და თქვენც. ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ინფორმაცია, რომ ჭულუხაძეს იცნობ ან დაკავშირებული ხარ. როგორ შეიძლება, საქართველოს ყველა მოქალაქე შეიძლება ადგე და დაიბარო და კითხო ჭულუხაძეს იცნობ?
სანამ ანი არ მივიდა დაკითხვაზე, ფიზიკურად სახელი და გვარიც არ იცოდა. მათ უთხრეს, რომ ჭულუხაძე იყო, მან იცოდა ინიციალები, საჯაროდ გავრცელებული პოსტი. არც იცნობს ეგეთ ადამიანს. ასე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიბარო.
კი, ბაჩოზეც კითხეს, ბაჩო იცნობდა თუ არა, იგივენაირად უპასუხა იცნობს თუ არა. რაც შეეხება იმას დაკითხავენ თუ არა [ბაჩო ახალაიას], არ არის გამორიცხული, ამ მოცემულობით რაზეც ანის კითხვები დაუსვეს, ბაჩო კი არა ნებისმიერი ადამიანი დაკითხოს.
ფიზიკურად ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ [რატომ დაიბარეს], ეს არის უბრალოდ რაღაცის ნაწილი, რასაც გავიგებთ, შეიძლება მომავალში გავიგოთ რაზე შეიძლება დააკავშირონ, თორემ ამ გადმოსახედიდან კავშირი არაფერი არ აქვთ და მიზანი არ ვიცი რა აქვთ, რატომ ცდილობენ დაკავშირებას ამ საქმესთან.
არა, მსგავსი რაღაცები არ ყოფილა [ არ გაუფრთხილებიათ რომ ქვეყანა არ დატოვოს]," - მალხაზ ველიჯანაშვილმა.
იხილეთ ასევე: