გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია
ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია. მან დროებითი მოთავსების იზოლატორი საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.
აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ოჯახმა და მოქალაქეებმა გირაოს თანხა დაახლოებით 1 საათში შეაგროვეს.