პირველი ინტერვიუ აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილთან გათავისუფლების შემდეგ
პირველი ინტერვიუ აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილთან გათავისუფლების შემდეგ - ბავშვთა ექიმი მრავალწლიანი სტაჟით, ხალხს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. აკადემიკოსი, რომელიც სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს და შემდეგ გირაოთი გაუშვეს, ამბობს, რომ აქციაზე ნამდვილად იყო, თუმცა პროფესიული მოვალეობის შესრულების და ადამიანების დახმარების მიზნით.
გიორგი ჩახუნაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი დაკავების ფაქტის შემდეგ, არაფერია რ შეცვლილა, ისევ მხნედ გრძნობს თავს და ისევ ხალხის გვერდით აპირებს აქციაზე დგომას.
რადიოს, პრესას, ტელევიზიებს, კოლეგებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ყველას მადლობა. ყველას ვერ ჩამოვურეკე, იმტიომ რომ ჩემი ტელეფონი ჯერ დატუსაღებულია, თუმცა ყველას უდიდესი მადლობა. თურმე ამისთვის ღირს ცხოვრება. არაფერი არ დამთავრებულა ამით, გამოვედი მხნედ ვარ, გუშინ რომ აქცია იყო, ეს ვნახე. მედიკებმა გუშინ აჩვენეს თანაცხორება როგორ უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების პირებს შორის.
შეიძლებოდა ჩემი პირდაპირ გაშვებაც. თავდებში იმდენი ხალხი იყო, რასაც მე გადავხედე, ეს იყო საშულო სტანდარტი, რითაც გამოვიდა ჩემი გამოშვება.
მე უხეშობა მაგათთვის (პოლიციელები) არ შემიტყვია და მათ თვალებში ამოვიკთხე რომ მაგათთანაც შეიძლება თანაცხოვრება. აგრესია მაგათთან არ დამინახავს. რაც შემეხება მე, აგრესიული არასდროს არ ვყოფილვარ - არც ადრე, არც ახლა და არც ხვალ არ ვიქნები.
ის რასაც ამბობდნენ, არც ვმალავ მაგას, ვიდექი ქუჩაში, აქციებზე კიდევ ვიქნები და იქ მე ქუჩაში რასაც ვასრულებდი, აგრესია არავის მიმართ არ მქონია. ლაპარაკი რაზეც არის, იქ მე ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას", - აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გუშინწინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.
აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ოჯახმა და მოქალაქეებმა გირაოს თანხა დაახლოებით 1 საათში შეაგროვეს.