ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო შეუფარდა
ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
თავდაპირველად პროკურატურა იას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დარახველიძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
ამის შემდეგ პროკურატურამ შესვენება მოითხოვა, ინფორმაციის გაცნობისა და გადამოწმების შემდეგ მათ დარახველიძის ნაწილში შუამდგომლობა შეცვალეს და საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვეს.
დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.