ია დარახველიძის საპატიმრო გირაოს ფული შეგროვებულია

11.10.25 15:05
ია დარახველიძის საპატიმრო გირაოს ფული შეგროვებულია

ია დარახველიძის საპატიმრო გირაოს თანხა 10 000 ლარის ოდენობით შეგროვებულია - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. სავარაუდოდ, დაკავებული კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი საპატიმროს დღეს დატოვებს. 

ია დარახველიძის გირაოს ფული შეგროვებულია! 

გთხოვთ, გავრცელებული ანგარიშები წაშალოთ🙏🏽 

მადლობა"- წერენ აქციტივისტები.

ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო შეუფარდა  - გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა. 

თავდაპირველად პროკურატურა იას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დარახველიძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

ამის შემდეგ პროკურატურამ შესვენება მოითხოვა, ინფორმაციის გაცნობისა და გადამოწმების შემდეგ მათ დარახველიძის ნაწილში შუამდგომლობა შეცვალეს და საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვეს.

დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები