რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი PFIZER-ის ვაქცინის გაკეთება - ჩამონათვალი
Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა უკვე საქართვალოშია - ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ასახელებს იმ კლინიკებს სადაც შესაძლებელი იქნება Pfizer-ით ვაქცინაცია.
"ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 კლინიკა ქუთაისში და 4 თბილისში. ეს კლინიკებია ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, "ამტელი" და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი, ცხაკაიას სახელობის "ევექსის" კლინიკა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.