ანდრია ჯაღმაიძემ კრიტიკული კითხვების გამო "ტვ პირველი "და "ფორმულა" დაასანქცირა

14.10.25 17:35
ანდრია ჯაღმაიძემ კრიტიკული კითხვების გამო "ტვ პირველი "და "ფორმულა"  დაასანქცირა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კრიტიკული კითხვების გამო "ტვ პირველი "და "ფორმულა"  დაასანქცირა.

განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, სადაც წერია, რომ კრიტიკული არხებს საეკლესიო დღესასწულების გადაღების უფლება შეეზღუდებათ.

ჯაღმაიძე დღეს მამა დოროთე ყურაშვილის სავარუდო დასჯასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითვებმა გააღიზიანა. 

დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ", - წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები