პროკურატურის მტკიცებით, შატალოვა ბექა ლატარიამ მოკლა, უწყება დამკვეთზე ვერ გადის

20.10.21 20:40
პროკურატურის მტკიცებით, შატალოვა ბექა ლატარიამ მოკლა, უწყება დამკვეთზე ვერ გადის

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - გამოძიება ამტკიცეს, რომ საქმეში არსებულ ვიდეო-კადრებში დაფიქსირებული მამაკაცი 32 წლის ბექა ლატარიაა. შოთაძის უწყება ამტკიცებს, რომ ლატარიამ შატალოვას 1 წუთში 7 ტყვია ესროლა. 

გამოძიების  ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ლატარიას ადვოკატი და ოჯახი.  

ლატარიას ადვოკატის, გიორგი ლაღიძის, ინფორმაციით, კამერების მიერ დაფიქსირებული პიროვნება ბექა ლატარია არ არის.

სასაცილოა, ამ ვიდეოში გამხდარი კაცი ჩანს, ეს ბექა ლატარია არ არის, სასაცილოა და ამ დონეზე დაეშვა გამოძიება?  ამით ედავება ადამიანს 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს? - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშშნული ვიდეოკადრის გარდა გამოძიებას სხვა მტკიცებულებებიც გააჩნია, არის ჩვენებებიც, თუმცა, ვინ არის შატალოვას მკვლელობისნ დამკვეთი, ამაზე შოთაძის უწყებას პასუხი ამ დრომდე არ აქვს. 

მსგავსი სიახლეები