"ვიმსჯელებთ სასჯელზე" - ზნეობის კომისიის სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს გარეშე იწყება

16.10.25 15:16
"ვიმსჯელებთ სასჯელზე" - ზნეობის კომისიის სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს გარეშე იწყება

 

 

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს გარეშე იწყება - კომისიაზე ცოტა ხანში 5 სასულიერო პირი იმსჯელებს, რა სასჯელს დააკსირებენ ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვრს, მამა დოროთე ყურაშვილს.

როგორც ილია II-ის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი "პირველებთან" ამბობს, კომისიას მეუფე შიო უხელმძღვანელებს. 

დღეს ბოტკოველმა "პირველებს" უთხრა, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს. 

აპირებენ თუ არა ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვრს მღვდელმსახურების შეჩერებას - ამ კითხვაზე საპასუხოდ, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ კომისიაზე სასჯელზე იმსჯელებენ,სხდომის დასრულების შემდეგ კი გამოქვეყნდება ოქმი, საიდანაც საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს. 

მისი თქმით, ამ ოქმის დამტკიცება უკვე პატრიარქის ხელში იქნება. 

რა თქმა უნდა, კომისია აუცილებლად შედგება, მეუფე შიო არის კომისიის თავმჯდომარე, მეუფე თეოდორე  - პატრიარქის ქორესპისკოპოსი ანდრია ჯაღმაიძე, მე თქვენი მონამორჩილი და დეკანოზი...

მიზეზი, რასაც მამა დოროთე ასახელებს, არაფრით არ აიხსნება, ამიტომაც ჩვენ ვიმსჯელებთ კომისიაზე, კომისიის შემდეგ შევადგენთ ოქმს და ოქმს გამოვაქვეყნებთ. 

ეკლესიის მეთაურის წინაშე გავცემთ რეკომენდაციას, კომისია რას იმსჯელებს და რა სასჯელის შეფარდებაზე იფიქრებს. დამტკიცება არის პატრიარქის ხელში. 

საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო გახდა ეს საჭირო. მამა დოროთეს ვურჩევდი, რომ აქეთ ბრალდებებს თავი დაანებოს", - განაცხადა დეკანოზმა. 

  • ცნობისთვის, ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარმა, დოროთე ყურაშვილმა ზნეობის კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა. სასულიერმა პირმა კომისიას შესთავაზა მისთვის წერილობით მიემართათ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ილია II-ს  ირაკლი კობახიძე ეწვია - ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ავრცელებს. 

საპატრიარქო არ წერს, რა იყო განხილვის მთავარი თემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ზნეობის კომისიის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. 

 

მსგავსი სიახლეები