ირაკლი კობახიძე ილია მეორეს შეხვდა

16.10.25 14:36
ირაკლი კობახიძე ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ილია II-ს  ირაკლი კობახიძე ეწვია - ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ავრცელებს. 

განცხადებსი თანახმად, კობახიძე შეხვედრაზე შვილებთან ერთად მივიდა. 

საპატრიარქო არ წერს, რა იყო განხილვის მთავარი თემა. აღსანიშნავია, რომ დღეს კომისიაზეა დაბარებული არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. 

  • 27 სექტემბერს "ნოდარ მელაძის" შაბათმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტება მოთხოვეს.

მსგავსი სიახლეები