რუსულ-ჩეჩნური კუდი ქართულ არჩევნებში - „EUROPE ELECTS“-ის კვლევამ მასშტაბური გაყალბების ნიშნები გამოავლინა
საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი სკანდალური მტკიცებულებები ხდება ცნობილი - საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, „EUROPE ELECTS“-ის ანგარიშის მიხედვით, იკვეთება სავარაუდო არჩევნების გაყალბების ნიშნები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა მასშტაბური ჩაყრები, „კარუსელის“ სქემები და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები.
კვლევის ავტორების თქმით, გამოყენებული მეთოდები და ტექნოლოგიური სტრატეგიები უკავშირდება რუსულ და ჩეჩნურ გავლენებს, რომლებიც არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდნენ მიზნად. მათ შეადგინეს გრაფიკული გამოსახულებები, რომლებმაც რიცხვითი ანომალიები ცხადყო.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული დარღვევები აყენებს სერიოზულ ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას და საჭიროებს საერთაშორისო გამოძიებას.
"პირველები" არჩევნების ანალიტიკოსს რომან უდოტს ესაუბრა, რომელიც რუსეთში ორგანიზაცია "გოლოსის" თავმჯდომარე იყო. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო, რომელიც პუტინმა პირველი დახურა.
ეს არის ევროპა ელექტის ანალიზი. მათ შეხედეს პროცესებს დინამიკაში და სწორად წერენ რუსული კუდის შესახებ. ჩვენ ამ პროცესებს რუსეთში 2000 წლიდან ვაკვირდებით. შეგვიძლია, დავასკვნათ, როგორ დეგრადირდება ელექტორალური სისტემა საქართველოში. თუ ჩვენ შევხედავთ 2025 წლის არჩევნების მონაცემებს, პირველი, რაც გვახსენდება, ეს არის ჩეჩნეთი. 100%-იანი პიკი - ეს არის ჩეჩნეთის შედეგები, ეს არის დაღესტნის მონაცემები. ევროპა ელექტის მონაცემებში ჩანს ჩეჩნური კუდი, უმეტესად სოფლებში. იგივე ხდება რუსეთშიც, სადაც არ არიან დამკვირვებლები და არ არის კონტროლი. სოფლებში ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ. იქ შეიძლება, არ მოგკლან, მაგრამ მოგინგრიონ ღობე ან მოგიკლან ძაღლი. არჩევნების ზეწოლისგან სოფლის მოსახლეობა უფრო დაუცველია, ვიდრე ქალაქების, - ამბობს ექსპერტი.
ექსპერტის შეფასებით, სწორედ ამ მონაცემების ანალიზმა გამოავლინა რეგიონული თავისებურებები და გავლენის უფრო ღრმა მექანიზმები. მან დეტალურად განმარტა, როგორ იკვეთება რუსულ-ჩეჩნური კვალის ნიშანწყლები მონაცემებში, რა ტიპის ანომალიებია დაფიქსებული და რატომ მიუთითებს ეს ყველაფერი არჩევნების სისტემურ დეგრადაციაზე საქართველოში.
შარშანდელ არჩევნებთან შედარებით, ვხედავთ კიდევ უფრო განსხვავებულ სურათს, სადაც გაყალბება უფრო ძლიერია. დეგრადაციის ასეთი ძლიერი მახასიათებელი ადრე არ იყო. ჩვენ ვართ მონაცემების დამკვირვებლები, ზევიდან ვაკვირდებით პროცესებს, ვპოულობთ საეჭვო ლაქებს. იზრდება აქტივობა და იზრდება სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაც. ნორმალური არჩევნების დროს ასეთი ანომალიები არ ხდება. როდესაც სახელისუფლები პარტიას აქვს იდეალური კამპანია და ყველა ფეხის ნაბიჯზე მოგიწოდებენ, რომ ხმა მისცე მას, მოქალაქეთა ნაწილში ეს უკურეაქციას იწვევს და მხოლოდ იმიტომ მიდის არჩევნებზე, რომ მას არ მისცეს ხმა. შეუძლებელია, აგიტაცია ისე ჩაატარა, რომ მხოლოდ შენი მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინო და ამან არ იმოქმედოს შენს მოწინააღმდეგეებზე. შესაბამისად, აუხსნელია, მაღალი აქტივობის ფონზე მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მაღალი შედეგები. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ჩაყრა ან იძულება. ჩაყრის შემთხვევაში იზრდება აქტივობა და შესაბამისად შედეგი და ეს ჩანს გრაფიკებში, რომელიც ევრო ელექსმა გამოაქვეყნა. ასეთი ტენდენცია არ ყოფილა 2021 წლის არჩევნებზე, ამიტომ ვერ გავამართლებთ ამას რეგიონალური არჩევნებით. ვერ ავხსნით ვერც ბოიკოტით,რ ომელიც ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადა. ეს არის გაყალბების შედეგი. ჩვენ არ ვიყავით საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ჩვენ ვხედავდით გაყალბებას, რომელიც არის დანაშაული, ხელისუფლების მიტაცებას და ეს სჩანს მონაცემებში. სწორედ ეს გამოავლინა ევროპა ელექტის ანალიზმა. ხშირად ისმის კითხვა, რა აზრი აქვს არჩევნების გაყალბებას თუ ოპოზიცია ბოიკოტშია? რუსეთში მუშაობს პრინციპი - გაყალბება ხდება სულ. ფალსიფიკაცია ეს არის რთული პროცესი და როდესაც სისტემა უკვე ამოქოქილია, მასზე უარის თქმა არ ხდება. წინასწარ მმართველმა ძალებმა არ იციან, წავა ოპოზიცია ბოიკოტზე თუ არა და ამიტომაც, გაყალბების მექანიზმის ამუშავება ბევრად ადრე იწყება, - ამბობს ექსპერტი.
"პირველებმა" "ქართულ ოცნებას" ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ ამგვარი რიცხვითი ანომალიები გამოჩნდა კვლევაში. ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ ეს "აბსურდია" და კვლევის შედეგებს არ აღიარებენ.
მსგავსი სიახლეები
"ზუსტად ვიცი, რომ დამინახა" - ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეზე და აშშ-ის საელჩოში მის პერფორმანსზე
ბაია პატარაია საელჩოში, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პიჯაკზე წარწერით მივიდა: "თავსიუფლება სინდისის პატიმრებს"