ბრეიზა პატიმრების მშობლებთან შეხვედრაზე: მათ ადამიანებს აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო, სანქციები გვჭირდება!

18.11.26 22:37
ბრეიზა პატიმრების მშობლებთან შეხვედრაზე: მათ ადამიანებს აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო, სანქციები გვჭირდება!

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებთან შეხვედრის შესახებ წერს. 

მისი თქმით, ადამიანებს საქართველში ევროპულ მომავალზე ოცნების გამო სჯიან. 

ამაზე ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს. სანქციები ახლავე გვჭირდება" - წერს ევროპარლამენტარი. 

„დღეს, რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, საქართველოს პოლიტპატიმრების ოჯახებს შევხვდი. მათი საყვარელი ადამიანები დაკავებულები არიან, მათ აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო. მათი გულისმომკვლელი თხოვნა: „გთხოვთ, არ მიგვატოვოთ. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს. სანქციები ახლავე გვჭირდება!“ - წერს ევროპარლამენტარი. 


 

მსგავსი სიახლეები