ავარიას ხაშური-ბორჯომის გზაზე 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

18.11.26 22:46
ავარიას ხაშური-ბორჯომის გზაზე 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

ავარიას ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა - მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფრომაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანი ერთი ოჯახიდანაა, ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი. მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე ბავშვიც, რომლის რეფერირებაც თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები