"მე გამიკვირდება თუ არ დამაკავებენ" - გიორგი თავართქილაძე
რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო, დღეს, გზაზე დგომას კრძალავს, ხვალ ტროტუარზე დადგომას და სახლიდან გამოსვლასაც აკრძალავს, რითაც ბრძოლა დასრულება.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევს ადამიანს, "ართმევს მოქალაქეობასაც და უუქმებს სახელმწიფოს".
გიორგი თავართქილაძის განმარტებით, იმისთვის, რომ "შევდგეთ, როგორც საზოგადოება, საჭიროა სოლიდარობა".
მე, როგორც მოქალაქეს მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ გადავკეტო გზა, მაშინ, როდესაც მე რაღაც მაწუხებს, როდესაც სახელმწიფო მე ამას მიზღუდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მართმევს მოქალაქეობას და როდესაც მე მართმევს მოქალაქეობას მინადგურებს და მიუქმებს სახელმწიფოს.
მე დღეს თუ აქტიურად, ქმედითად არ დავუპირისპირდი ამ უგუნურებას, რომელიც მაუქმებს მე, როგორც მოქალაქეს, მაშინ მე მივიღებ ძალიან მალე შედეგად იმას, რომ არათუ გზაზე დგომას ამიკრძალავენ, ტროტუარზე დგომასაც ამიკრძალავენ, სახლიდან გამოსვლასაც ამიკრძალავენ და ბრძოლა დასრულდება.
ჩვენ რომ შევდგეთ, როგორც საზოგადოება, რომელიც საბრძოლო კონტიგენტი იქნება, ამისთვის საჭირო არის სოლიდარობა, სოლიდარობა არის ჯაჭვი.
მე გამიკვირდება თუ არ დამაკავებენ," - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ გზა გადაკეტა. როგორც მოგვიანებით, უფლებადამცველმა, ნიკა სიმონიშვილმა დაწერა, რეჟისორს განყოფილებაში ხელწერილი დააწერინეს, უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ და გამოუშვეს.