რუსი ბიძინა ვერ შემაშინებს! - დღეს დაკავებული ახალგაზრდა "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერის შვილია

21.10.25 15:41
რუსი ბიძინა ვერ შემაშინებს! - დღეს დაკავებული ახალგაზრდა "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერის შვილია

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი, კახა მიქაია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი შვილის კოკა მიქაიას დაკავებით, ვერ შეაშინებს. 

მისი თქმით, კონსტანტინე (კოკო) მიქაია ბრძოლას გააგრძელებს და ისინი ერთად იბრძოლებენ "რუსული დიქტატურის წინააღმდეგ, ბიძინა რუსის წინააღმდეგ".

კახა მიქაია აღნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ "საქართველო არ დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს და არ გათავისუფლდება რუსული რეჟიმისგან". 

კოკო არის ძალიან აქტიური, კოკო გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ უკვე ოჯახით ვიბრძვით რუსული დიქტატურის წინააღმდეგ, ბიძინა რუსის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამით ბიძინა ვერც მე შემაშინებს, ვერც პირველ რიგში კოკოს, ვერც ჩემ შვილებს და ვერც ქართულ საზოგადოებას. 

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ საქართველო არ დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რუსული რეჟიმისგან. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ქართული საზოგადოება საკუთარ თავს არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაემონოს და დაემორჩილოს კრემლს და მის დამესნიკს, ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა კახა მიქაიამ. 

ცნობისთვის, კოკო მიქაია ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მსგავსი სიახლეები