26 საათი უწყლოდ - პანდემიის დროს თბილისის დიდი ნაწილი უწყლოდაა დარჩენილი

25.03.21 12:23
26 საათი უწყლოდ - პანდემიის დროს თბილისის დიდი ნაწილი უწყლოდაა დარჩენილი

26 საათი უწყლოდ - პანდემიის დროს თბილისის დიდი ნაწილი  პარალიზებულია და უწყლოდ არის დარჩენილი. ამის მიზეზი კი მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთს და მთაწმინდა-კრწანისს წყალი გუშინდელი დღის შემდეგ აღარ მიეწოდება.  უწყლობის გამო რამდენიმე უბანში სკოლები და ბაღა-ბაღები დაიკეტა.

უწყლობამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.კი გაგვაფრთხილეს, მაგრამ როცა ოჯახია და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ძალიან ბევრი სირთულეებია. დასალაევ წყალს იყიდი, მაგრამ დასაბანს? დღევანდელ დრეს სირცხვილია უბრალოდ, წყალი რომ არ გქონდეს, - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

აღნიშნული შეზღუდვა ხვალ ღამის 1 საათამდე გაგრძელდება. 
 

მსგავსი სიახლეები