მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა თავართქილაძე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 100 ლარით დააჯარიმა

22.10.25 12:39
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა თავართქილაძე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 100 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა  რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 100 ლარით დააჯარიმა.

საქალაქო სასამართლოში თავართქილაძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მას რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

რეჟისორი მოსამართლის დარბაზში შემოსვლის დროს ფეხზე არ წამოდგა, სწორედ ამის გამო დააჯარიმა ის ლელა ცაგარეიშვილმა. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მანამდე გიორგი თავართქილაძემ სხდომაზე ხაზგასმით თქვა, რომ "რეჟიმის დასრულებას აპირებს". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ გზა გადაკეტა. როგორც მოგვიანებით, უფლებადამცველმა, ნიკა სიმონიშვილმა დაწერა, რეჟისორს განყოფილებაში ხელწერილი დააწერინეს, უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ და გამოუშვეს.  

 

მსგავსი სიახლეები