მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გიორგი თავართქილაძე კიდევ დააჯარიმა, ამჯერად 200 ლარით
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე კიდევ დააჯარიმა, ამჯერად უკვე 200 ლარით - მანამდე სასამართლოს შეურაცხოფისთვის და იმისთვის, რომ ხელოვანი ფეხზე არ წამოდგა ცაგარეიშვილმა ის 100 ლარით დააჯარიმა.
საქალაქო სასამართლოში თავართქილაძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მას რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მეორედ დაჯარიმებამდე გიორგი თავართქილაძემ სხდომაზე ხაზგასმით თქვა, რომ "ხალხის აყოლიებას და რეჟიმის დასრულებას აპირებს".
შსს-ს წარმომადგენლემა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რეჟისორის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლებიან, თუმცა როგორც სასამართლოდან "პირველების" ჟურნალისტი იტყობინება, თავართქილაძემ მათ უთხრა, რომ დღესაც გავა რუსთაველზე და ისევ გადაკეთავს გზას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ გზა გადაკეტა. როგორც მოგვიანებით, უფლებადამცველმა, ნიკა სიმონიშვილმა დაწერა, რეჟისორს განყოფილებაში ხელწერილი დააწერინეს, უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ და გამოუშვეს.