ტვ პირველის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვა

25.03.21 12:35

ტვ პირველის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში შაბათს, 27 მარტს ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს.

დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვად, თუმცა მხარეებს შორის წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანა დატოვა. 
 

მსგავსი სიახლეები