სასამართლომ "წიგნების თაროს" წევრი დავით ჭკადუა (გაგრელი) 10 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ "წიგნების თაროს" წევრი და მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა (გაგრელი) 10 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
დავით ჭკადუა სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო.
აქციების მუდმივი მონაწილე, დღეს, "TV პირველის" შენობიდან გასვლის შემდეგ მალევე დააკავეს.
[ფოტო: "პუბლიკა"]