მოსამართლეების კონფერენციაზე მედიას არ უშვებენ
მოსამართლეების რიგგარეშე 36-ე კონფერენციაზე მედიას არ უშვებენ - იუსტიციის საბჭოში "პირველებს" უთხრეს, რომ აკრედიტაცია მედიას წინასწარ უნდა გაევლო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრეს-ცენტრი არ ჰყავს, კომუნიკაცია გაძნელებულია. "პირველებისთვის" აკრედიტაციის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი, რის შემდეგაც ინფორმაცია გადაიდაგზავნა შესაბამის მეილზე, თუმცა მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო "ტვ პირველს" უარს ეუბნება ეზოს შიდა პერიმეტრზე შესვლაზეც.
გავრცელებული ინფრომაციიით, კონფერენციაზე მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუშვებენ.
დილიდან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლები იკრიბებიან, მათ შორის არიან ისეთი მოსამართლეებიც, ვინც სინდიდის პატიმრები ციხეში გაუშვეს და ისინიც, ვინც აქციის მონაწილეებს ყოველდღიურად ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.